ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენში ორმხრივ შეხვედრებს მართავს

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი მონტენეგროელ კოლეგას შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა პრედრაგ ბოსკოვიჩს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მისწრაფების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკურ პრიორიტეტებზე საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა აქცენტი ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებაზე, სტრატეგიულ მზადყოფნასა და საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე გააკეთა.

მინისტრებმა მონტენეგროს ნატო-ში გაწევრიანებამდე განვლილ ტრანსფორმაციაზე იმსჯელეს. ამ კონტექსტში ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პროცესი საერთაშორისო პარტნიორებისა და მეგობრების აქტიურ მხარდაჭერას მოითხოვს და ამ მხრივ მონტენეგროსთან თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელოვან ფაქტორად საქართველოში ნატო-ს მეტი ჩართულობა დაასახელა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციაში მონტენეგროს მხარდაჭერას გაუსვა ხაზი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა