რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ინფორმაციით, რიკოთის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობის სამუშაოებზე ობიექტი ჩამოინგრა და სამი მუშა მოიყოლა

რიკოთის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობაზე სამუშაო ობიექტი ჩამოინგრა და გავრცელებული ინფორმაციით, სამი მუშა მოიყოლა. ამის შესახებ ინფორმაციას რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ორი მუშა მსუბუქად დაშავდა, ერთის გადაყვანა გახდა საჭირო.

"დღეს დილით, რიკოთის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობაზე, რომელსაც ჩინური კომპანია აწარმოებს, სამუშაო ობიექტის სახურავის ნაწილი ჩამოინგრა. ნგრევაში დასაქმებულები მოჰყვნენ, მათგან ერთი მსუბუქად დაშავდა, ხოლო ერთი დაშავებული ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი", -ნათქვამია ინფორმაციაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულია მხოლოდ ერთი მუშა. გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო