გიორგი გახარია ალბანელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, მიუნხენის უსაფრთხოების რიგით 56-ე კონფერენციის ფარგლებში, ალბანეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ედი რამას შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული მნიშვნელოვანი საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების გზები განიხილეს.

უწყების ცნობითვე, საუბარი შეეხო ალბანეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, როგორც ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის მთავრობის მეთაურის ვიზიტს საქართველოში, რომელიც მიმდინარე წელს იგეგმება.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ალბანეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. პრემიერის თქმით, ქართული მხარე აფასებს ალბანეთის გადაწყვეტილებას - ჩაერთოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით. გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა ალბანეთის მხრიდან გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში და გენერალურ ასამბლეაზე საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციების მტკიცე მხარდაჭერას.

მთავრობის მეთაურმა ალბანელ კოლეგას ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისათვის. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებას და ამ პროცესში ალბანეთის ჩართულობას.

მიუნხენში, ალბანეთის პრემიერ-მინისტრ ედი რამასთან გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი ესწრებოდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა