ბერლინში გამოფენაზე Weinmesee Berlin პირველად იმერული ღვინოა წარმოდგენილი

ბერლინში გამოფენაზე Weinmesee Berlin პირველად იმერული ღვინოა წარმოდგენილი

ბერლინში გამოფენაზე Weinmesee Berlin, რომელსაც 32 000 ვიზიტორი ჰყავს, პირველად იმერული ღვინოა წარმოდგენილი. ამის შესახებ "ინტერპრესნისს" DMO Imereti-დან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, გამოფენაში 300 ქვეყანა მონაწილეობს.

"Weinmesee Berlin-ზე წარმოდგენილია მეღვინეობა "მახარე", "საზანოს ღვინო", "ბაიას ღვინო", "ზაალ ლილუაშვილის მარანი", მეღვინეობა "ფესვი", "თეიმურაზ ჭრელაშვილის ღვინო" "ბესიკ წიქრიძე ნინოს მარანი" და " გაიოზ სოფრომაძის ღვინო". იმერელი მეღვინეების მონაწილეობა გამოფენაში DMO Imereti- ს ორგანიზებით შედგა.

DMO Imereti-ის ორგანიზებით ღვინის კომპანიები იმერეთის პოპულარიზაციის მიზნით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გამოფენებში მონაწილეობენ",-ნათქვამია ინფორმაციაში.