მიუნხენის კონფერენციის დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და ავღანეთის პრეზიდენტმა სამშვიდობო შეთანხმება განიხილეს

მიუნხენის კონფერენციის დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და ავღანეთის პრეზიდენტმა სამშვიდობო შეთანხმება განიხილეს, რომელიც ავღანეთიდან ამერიკის ჯარების გაყვანას ითვალისწინებს. ამ ინფორმაციას Euronews ავრცელებს. კონფერენციის ფარგლებში, ერთმანეთს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, თავდაცვის მდივანი მარკ ესპერი და ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი შეხვდნენ.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში გაიმართება შეხვედრა, სადაც ავღანეთის კონფლიქტში ჩართული ყველა მხარე მიიღებს მონაწილეობას და ისინი ქვეყანაში სიმშვიდის დასამყარებელ გზებს განიხილავენ.

ამასთანავე შეხვედრის დროს საბოლოოდ გახდება ცნობილი, თუ როდის დატოვებენ ნატო-ს ჯარები ავღანეთს. შეგახსენებთ, ამ დროისთვის ავღანეთში ნატო-ს 20 000 ჯარისკაცი იმყოფება, რომლეთა შორის 12 000 ამერიკელია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა