ნიკა მელია - თავს ვერ დავდებ, მაგრამ რაც მოვისმინე, გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული კონსტიტუციის სასარგებლოდ და არა რომელიმე ცალკე აღებული დეპუტატის

საკონსტიტუციო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა მელიას სარჩელის არსებითი განხილვა დასრულდა. სასამართლოზე მხარეებმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვეს.

ნიკა მელიას მოლოდინი აქვს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს და მას პარლამენტში უფლებამოსილება აღუდგება. ნიკა მელიას თქმით, საქართველოს პარლამენტმა მის წინააღმდეგ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო.

"ცხადზე უცხადესია , რომ გასაჩივრების მექანიზმის ამოწურვის გარეშე პარლამენტმა მიიღო ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილება და მიიღო დადგენილება, რომლის მიღების უფლებაც მას არ ჰქონდა და დადგა ამ სასამართლოს გამართვის აუცილებლობა. თავს ვერ დავდებ რა თქმა უნდა, მაგრამ რაც აქ მოვისმინე მთელი ამ საათების განმავლობაში, გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული კონსტიტუციის სასარგებლოდ და არა რომელიმე ცალკე აღებული დეპუტატის. არ მაქვს პარლამენტში დაბრუნების სურვილი",- განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის, ნიკა მელიამ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. იგი ვადაზე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტას ასაჩივრებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა