ირაკლი ღარიბაშვილი ბერძენ კოლეგას შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბერძენ კოლეგასთან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ირაკლი ღარიბაშვილისა და ნიკოლას პანაგიოტოპულოსის შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა საქართველოსა და საბერძნეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება იყო.

უწყების ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა ბერძენ კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკურ პრიორიტეტებზე ესაუბრა.

მისი თქმით, სტრატეგიული მზადყოფნა, საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების ამაღლება და ნატოსთან ურთიერთთავსებადობის გაზრდა ქვეყანას ნატოში გაწევრიანებისთვის ამზადებს. ეს პროცესი კი, საერთაშორისო პარტნიორებისა და მეგობრების აქტიურ მხარდაჭერას მოითხოვს. ამ კონტექსტში საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ერთ-ერთი ინიციატივაში საბერძნეთის ჩართულობა ხაზგასმით აღნიშნა და კოლეგას პაკეტის განახლების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მხარეებმა შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცებაში საქართველოს როლსა და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების გზებზეც იმსჯელეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა