საქართველოს თავდაცვის მინისტრი მიუნხენში ლატვიელ კოლეგას შეხვდა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი უცხოელ კოლეგებთან შეხვედრებს განაგრძობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ლატვიელ კოლეგასთან არტის პაბრიკსთან შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის სფეროში საერთო ინტერესებსა და ღირებულებებზე დაფუძნებულ ორმხრივ თანამშრომლობას გაუსვა ხაზი.

მათი ინფორმაციით, მინისტრმა ლატვიელ კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა.

საუბარი შეეხო შავი ზღვის სტაბილურობის გაძლიერებაში საქართველოს მიერ გადადგმულ პრაქტიკულ ნაბიჯებს, ასევე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელებაში ლატვიის მხარის ჩართულობას. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ნატოს მეტად წარმოდგენას საქართველოში. ამ მხრივ მან საქართველოში დაგეგმილ სწავლებებში ლატვიელი სამხედროების აქტიურ მონაწილეობასა და ჰიბრიდული საფრთხეების გასამკლავებლად ლატვიასთან გაძლიერებულ პრაქტიკულ თანამშრომლობას გაუსვა ხაზი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა