ზვიად შალამბერიძე - წყალტუბოს მაღალმთიანი სოფლების უმრავლესობამდე მისასვლელი გზები გაწმენდილია

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე წყალტუბოს მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც უამინდობისგან შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

სახელმწიფო რწმუნებულის თქმით, იმერეთის სოფლების უმრავლესობაში გზები გაწმენდილია, ხოლო დენის და გაზის მიწოდების კუთხით პრობლემების დიდი ნაწილი აღმოფხვრილია.

„იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში გზის გაწმენდითი სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ დროისთვის წყალტუბოს მაღალმთიანი სოფლების უმრავლესობამდე მისასვლელი გზები გაწმენდილია. სულ რამდენიმე სოფელი გვრჩება, სადაც მძიმე ტექნიკით ჯერჯერობით ბოლომდე ვერ მივედით და ხვალ უკვე გზები ამ სოფლებშიც გაიწმინდება", - განაცხადა შალამბერიძემ.

რაც შეეხება ელექტრომომარაგებას, მისი თქმით, ამ კუთხითაც იმერეთში შექმნილი დიდთოვლობის გამო პრობლემები მნიშვნელოვნად გამოსწორებულია.

„ქუთაისის მომსახურების ცენტრში ჩართულია ყველა ფიდერი, მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა 0,4 კვ ქსელში არსებული ლოკალური ავარიების აღმოსაფხვრელად. მომსახურების ცენტრებშიც, სადაც დიდთოვლობამ დაზიანებები გამოიწვია, სამუშაოები შეუჩერებლად მიმდინარეობს. დაზიანებები თითქმის მთლიანად აღმოიფხვრა ზესტაფონში, ბაღდათში, წყალტუბოსა და ხარაგაულში მომსახურების ცენტრებში. საგანგებო რეჟიმში მუშაობს ტექნიკური სამსახური ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სადაც ადგილობრივი მომსახურების ცენტრის გარდა, ჩასულია ბრიგადები სხვა რაიონებიდან. ელექტროენერგიის მიწოდება უკვე აღდგენილია როგორც სოფელ კურსებში, ასევე, მიმდებარე სოფლებშიც. ასევე, სამუშაოების დასრულების შედეგად უკვე ჩაირთო ტყიბულის მუნიციპალიტეტისა და სოფლების ძირითადი ნაწილი და აბონენტების უმეტესობას ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება.

რაც შეეხება ბუნებრივ აირს, მთელი დღის მანძილზე მუშაობდა ჯგუფები და პრობლემის დიდი ნაწილი აღმოფხვრილია. ამ ეტაპზე გაზიფიცირების გარეშე დარჩენილია ქუთაისში 300 აბონენტი, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელი ზედა ბზვანის 30 აბონენტი და ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში მცხოვრები 15 აბონენტი. პრობლემის აღმოსაფხვრელად სამუშაოები ამჟამადაც მიმდინარეობს და ერთ საათში გაზმომარაგება რეგიონის მასშტაბით სრულად აღდგება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა