ექიმების ინფორმაციით, უბისაში ავტომაგისტრალის მშენებელი კომპანიის საამქროს სახურავის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

გუშინ უბისაში ავტომაგისტრალის მშენებელი კომპანიის საამქროს სახურავის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული მუშის, ვალერი ბანცაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

დაშავებული მკურნალობას კვლავ ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში აგრძელებს.

ექიმის ინფორმაციით, 64 წლის მამაკაცს ნეკნების მოტეხილობა და ფილტვების დაჟეჟილობა აღენიშნება.

დაშავებული იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ მოინახულა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. პროფკავშირების ინფორმაციით, ადგილზე უსაფრთხოების ზომები დაცული არ იყო.

შეგახსენებთ, გუშინ, რიკოთის უღელტეხილზე, უბისას მონაკვეთზე, ავტომაგისტრალის სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებული მუშები დაშავდნენ. ადგილზე მინი საწარმოს რკინის კონსტრუქცია ჩამოიშალა. ჩამონგრევის დროს 5 ადამიანი დაშავდა, აქედან ოთხი შედარებით მსუბუქად იყო, ერთი კი ქუთაისის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა