სამხედროებისთვის ყოველთვიური დანამატი, რასაც ისინი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიღებული ტრავმების გამო იღებენ, თებერვლიდან განსხვავებული წესით გაიცემა

სამხედრო მოსამსახურეებისთვის ყოველთვიური დანამატი, რასაც ისინი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული ტრავმების გამო იღებენ, მიმდინარე წლის თებერვლიდან განსხვავებული წესით გაიცემა. ცვლილება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ თავდაცვის მინისტრის ბრძანებაში შევიდა.

„საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებული ახალი ბრძანების მიხედვით, სამინისტროს სისტემის სამხედრო და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებს, აგრეთვე თავდაცვის ძალების სამოქალაქო პირებს (მათ შორის, ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს), სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაჭრა-დასახიჩრების ან ტრავმის მიღების გამო, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, მიეცემა ყოველთვიური დანამატი 200-დან (ორასი) 800 (რვაასი) ლარამდე ოდენობით.“

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ცვლილებამდე, დაჭრა-დასახიჩრების გამო სამხედრო მოსამსახურეებისთვის ყოველთვიური დანამატი გაიცემოდა იმ შემთხვევაში, თუ მათ ამ ტრავმის გამო კიდურ(ებ)ის ნებისმიერი დონის ამპუტაცია ჩაუტარდათ ან აღენიშნებოდათ თვალის ცალმხრივი/ორმხრივი ანოფთალმი/სიბრმავე, ასევე მაშინ, თუკი მიენიჭებოდათ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი. მინისტრის ძველი ბრძანებით, ასეთ შემთხვევაში ყოველთვიური დანამატი 400 ლარს შეადგენდა.

იხილეთ ვიდეო: სამხედროებისთვის ყოველთვიური დანამატი თებერვლიდან განსხვავებული წესით გაიცემა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა