საგარეო უწყება - გერმანიის ფედერალური მთავრობის წარმომადგენელმა  აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს ნაბიჯებს მაღალი შეფასება მისცა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერალური მთავრობის კოორდინატორთან რუსეთის, ცენტრალური აზიის და აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში დირკ ვიზესთან, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალზე და გერმანიის, როგორც ევროკავშირის წამყვანი სახელმწიფოს როლზე ამ პროცესში.

ქართული მხარე აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში გერმანიის მთავრობის მიერ სპეციალური ელჩის დანიშვნას მიესალმა, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ფორმატის საკითხებში გერმანიის აქტიურ ჩართულობას.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში გერმანიის პრიორიტეტებზე. კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოს წარმატებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში, გერმანულმა მხარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი წინსვლა რეფორმების განხორციელების, დემოკრატიის კონსოლიდაციის და მდგრადი ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ფედერალური მთავრობის წარმომადგენელს მიაწოდა ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყნების - საქართველო, მოლდოვა, უკრაინის ე.წ. ტრიოს ერთობლივი ინიციატივები და საქართველოს ხედვა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში განვითარებულ პროცესებს, ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ უმძიმეს ვითარებას. დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა გერმანიას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის, რისი ერთ-ერთი გამოხატულება იყო კანცლერი მერკელის ვიზიტი საოკუპაციო ხაზზე. ხაზი გაესვა ასვე ორმხრივ ფორმატებში გერმანია-საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა