დიდთოვლობის გამო, ბახმაროში ვერტმფრენის სადგომი ანგარი ჩაინგრა

დიდთოვლობის გამო, ბახმაროში ვერტმფრენის სადგომი ანგარი ჩაინგრა

დიდთოვლობის გამო, ბახმაროში ვერტმფრენის სადგომი ანგარი ჩაინგრა, რომელმაც ტურისტების გადასაყვანი ვერტმფრენი მოიყოლია. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბახმაროში ერთ-ერთმა მცხოვრებმა განუცხადა.

ადგილობრივის განმარტებით, ანგრის ჩანგრევის შედეგად არავინ დაშავებულა. მისივე თქმით, ვერტმფრენის სადგომის შეკეთება ვერ ხერხდება, ვინაიდან ბახმაროში დაახლოებით, 3-მეტრამდე თოვლია.

საგანგებო სიტუაციების სამსახურში კი „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, რომ მათთან აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით შეტყობინება არ შესულა.