ბათუმში, ანბანის კოშკთან „რივიერას“ ტერიტორიაზე ცათამბჯენების მშენებლობას აპროტესტებენ

„კომახიძე ხე“, „ბეტონი თორნიკე“, „ადამიანები და არა კედლები ქმნიან ქალაქს", - ამ ლოზუნგებით ბათუმში, ანბანის კოშკთან, „რივიერას“ ტერიტორიაზე ცათამბჯენების მშენებლობას აპროტესტებენ.

როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, სანაპირო ზოლის ჩაბეტონებას არ დაუშვებენ.

„ამ ქალაქში დავიბადე და გავიზარდე. აჭარა ზღვისა და მთის ერთობაა. მეშინია, როცა ჩემი შვილიშვილი გაიზრდება, ამას ვერ ნახავს. გავიღვიძოთ, დავიცვათ ჩვენი უნიკალური ქალაქი ჩაბეტონებისგან“, - განაცხადა აქციის მონაწილე გია მასალკინმა.

აქციის მონაწილეები ცათამბჯენების მშენებლობის შედეგად ეკოლოგიურ საფრთხეებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ კომპანია „სილქ როუდ ჯგუფმა“ სამუშაოები უნდა შეწყვიტოს.

აქციის მონაწილეებმა ტერიტორიაზე სიმბოლურად ხეები მიიტანეს და დარგეს. მათი თქმით, ცათამბჯენების მშენებლობის ნაცვლად ხეები უნდა დაირგოს.

ცნობისთვის, ბათუმში „რივიერას“ ტერიტორიაზე ერთი ცათამბჯენის მშენებლობის ნებართვა უკვე გაიცა, საერთო ჯამში 5 ცათამბჯენის მშენებლობა იგეგმება. სამუშაოები უკვე დაწყებულია.

იხილეთ ვიდეო: ბათუმში ცათამბჯენების მშენებლობა გააპროტესტეს

ამირან სალუქვაძე - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მთავარი ინტრიგა იქნება, ვინ გადალახავს ამ საცოდავ 1%-ს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2020
ბორის სოკოლოვი - ბელარუსში პროცესები შესაძლოა დასრულდეს ან საპროტესტო აქციების ჩახშობით ან ლუკაშენკოს ხელისუფლების დამხობით
მე-3 და მე-4 კატეგორიების საწარმოებისთვის
Samsung Galaxy S20 FE (Fan Edition) წინასწარი შეკვეთები უკვე დაიწყო
პანდემიის დროს გააქტიურებული ქართული სტარტაპი - 0% საკომისიო და უფასო მიტანა 100 დღის განმავლობაში
„კარფურის გათამაშება გრძელდება“ - წინ კიდევ უსასრულო სიურპრიზებით სავსე 2 კვირა გელოდებათ
"ლიბერთის" ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის