დავით ზალკალიანი მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში სლოვენიელ კოლეგას შეხვდა

მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სლოვენიელ კოლეგასთან მირო ცერართან შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მინისტრებმა დაადასტურეს ქვეყნებს შორის არსებული მაღალი დონის მეგობრული ურთიერთობები და ურთიერთმხარდაჭერა ყველა მიმართულებით.

კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა სლოვენიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, ისევე როგორც საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შეუქცევადობას.

მინისტრებმა მიმოიხილეს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები, მიესალმნენ ტურიზმის სფეროში აქტიურ კომუნიკაციას და სლოვენიის მხრიდან ტურისტების ზრდას საქართველოში, რასაც თავის მხრივ ხელი შეუწყო სლოვენიის მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნის კატეგორიაში შეყვანამ, რაც კიდევ ერთი აღიარებაა საქართველოს მიერ წარმატებული რეფორმების განხორციელების, დემოკრატიის კონსოლიდაციისა და ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით.

საუბარი ასევე შეეხო ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობას და მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს მიერ წარდგენილ თავმჯდომარეობის პრიორიტეტებს. მინისტრები შეთანხმდნენ მაღალი დონის ვიზიტების გაცვლაზე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა