გორთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა. დაშავებულთა შორის ორი მცირეწლოვანია.

არსებული ინფორმაციით, თბილისიდან ბაკურიანის მიმართულებით მოძრავი „ლექსუსის“ მარკის ჯიპი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და სარეკლამო ბანერის ბოძს შეეჯახა. ავარის შედეგად ადგილზე დაიღუპა ერთი ქალი.

სამივე დაშავებული კლინიკა „გორმედშია“ გადაყვანილი. პაციენტებს შესაბამისი კვლევები უტარდებათ. ექიმების განცხადებით, 4 და 8 წლის ბავშვების გადაყვანა თბილისში, ბავშვთა სპეციალიზებულ კლინიკაში მოხდება.

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა