საქართველოს გიდების ასოციაცია ქუთაისელი გიდებისთვის ტრენინგ-კურსს მართავს

საქართველოს გიდების ასოციაცია ქუთაისელი გიდებისთვის ტრენინგ-კურსს მართავს. კომუნიკაციის უნარ-ჩვევების ინტენსიური პროგრამა პრაქტიკოს გიდებს კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიული უნარების დახვეწას შეუწყობს ხელს.

"ინიციატივა საქართველოს გიდების ასოციაციის თავმჯდომარეს ქალბატონ ქეთი მელაძეს ეკუთვნის, რომელმაც შემოგვთავაზა სრულებით უსასყიდლოდ ჩაეტარებინა მნიშვნელოვანი და საინტერესო სასწავლო კურსი ადგილობრივი გიდებისათვის, რომელიც ხელს შეუწობს მათი კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიული უნარების დახვეწას. DMO Imereti-ს სახელით მსურს მადლობა გადავუხადო ქალბატონ ქეთის და ზოგადად საქართველოს გიდების ასოციაციას ამ გადაწყვეტილებისთვის, რადგან ვთვლი, რომ მათი მხრიდან ეს იყო პროფესიონალიზმისა და საქმისადმი დამოკიდებულების უმაღლესი პილოტაჟი. ჩვენთვის პატივია ვიყოთ ამ ორგანიზაციის და კონკრეტულად ამ ინიციატივის პარტნიორები და ხელშემწყობები და ვიმედოვნებ, რომ მომავალშიც გავაგრძელებთ ურთიერთთანამშრომლობას და არა ერთ საინტერესო პროექტს განვახორციელებთ", - განაცხადა DMO Imereti-ს ხელმძღვანელმა ტატო ლილუაშვილმა.

"კომუნიკაცია და გიდის უნარ-ჩვევები, რაც პირველყოვლისა, სჭირდება გიდს პროფესიონალად ჩამოყალიბებაში.

ასოციაციის მიზანია, რაც შეიძლება ბევრმა მოქმედმა გიდმა გაიაროს საერთაშორისო სტანდარტი. გიდის უნარ-ჩვევების თუნდაც მოკლევადიანი კურსი აძლევთ საშუალებას დანერგონ და გამოიყენონ გიდის პრაქტიკაში", - აცხადებს საქართველოს გიდების ასოციაციის თავმჯდომარე ქეთი მელაძე.

კომუნიკაციის უნარ-ჩვევების ინტენსიური პროგრამა DMO Imereti-ს ოფისში მეორე დღეა, მიმდინარეობს და 16 თებერვალს დაარულდება. კურსი 35 გიდმა გაიარა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა