მაიკ პომპეო - ბერლინის კედლის დაცემიდან 30 წლის შემდეგ, რუსეთს დაკავებული აქვს ყირიმი, აღმოსავლეთ უკრაინა და საქართველოს ნაწილები

ბერლინის კედლის დაცემიდან 30 წლის შემდეგ, რუსეთს დაკავებული აქვს ყირიმი, აღმოსავლეთ უკრაინა და საქართველოს ნაწილები, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთი იმარჯვებს, ბერლინის კედლის დაცემიდან 30 წლის შემდეგაც რიგი ქვეყნების სუვერენიტეტი კვლავ საფრთხის ქვეშაა.

პომპეომ ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის კონგრესი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დასახმარებლად 1 მილიარდ აშშ დოლარს გამოყოფს.

„ჩვენი ევროპელი მეგობრების სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად მინდა განვაცხადო, რომ აშშ-ის კონგრესი 1 მილიარდ აშშ დოლარს გამოყოფს. ეს თანხა ქვეყნების თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარებას, ასევე ენერგიის სფეროს მოხმარდება“, - განაცხადა პომპეომ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა