გუდაურის სამაშველო სამსახური დაკარგულ რუს ტურისტს ეძებს

გუდაურში სამაშველო სამსახური დაკარგულ რუს ტურისტს ეძებს, რომელიც ზვავში მოჰყვა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მთის კურორტების განვითარების კომპანიიდან აცნობეს.

როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, ტურისტები აკრძალულ ზონაში სრიალებდნენ. კომპანია დამსვენებლებს უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდებს.

„რუსი ტურისტების ჯგუფი გუდაურში, "საძელეს" მიმდებარე ტერიტორიაზე, აკრძალულ ზონაში შესაბამისი დამცავი აღჭურვილობის გარეშე სრიალებდნენ, რის შედეგადაც მოწყდა ზვავი. გუდაურის სამაშველო სამსახურმა მომხდარზე მყისიერი რეაგირება მოახდინა და 3 ადამიანი უვნებლად გამოიყვანა. ერთი ტურისტის სამძებრო - სამაშველო ოპერაცია ამ დრომდეც მიმდინარეობს.

მთის კურორტების განვითარების კომპანია მოგმართავთ თხოვნით, თქვენივე უსაფრთხოებისთვის ნუ გადახვალთ აკრძალულ ტერიტორიაზე სასრიალოდ, დაემორჩილეთ ადმინისტრაციასა და მომზადებულ სათხილამურო გზებზე მარკირებულ ნიშნებს“, - აცხადებენ მთის კურორტების განვითარების კომპანიაში.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად