ანონსი  17 თებერვალი

17 თებერვალს, 09:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ახალშობილის გაყიდვის საქმეზე ბრალდებული დედის, ირმა მაისურაძის ადვოკატი ნათელა ჩერქეზია განცხადებას გააკეთებს.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო : 593 53 45 24

17 თებერვალს, 10:00 საათზე, სასტუმროში „Katash Kosher Hotel"-ში საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ორგანიზებით, ისრაელის ბიზნეკომპანიების წარმომადგენლები ქართველ კოლეგებს და აკადემიური წრის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

მის: ორთაჭალა, გულიას ქუჩა N1

17 თებერვალს, 10:30 საათზე, ვაკის პარკში სასტუმრო "ბუდაპეშტის" წარმომადგენელი თბილისის მერიისთვის ახალ შეთავაზებას გააკეთებს.

მის: სასტუმრო ბუდაპეშტის ტერიტორია. (სამანქანო მისასვლელი კუსტბის შესახვევიდან)

საკონტაქტო: 599 468806

17 თებერვალს, 10:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფოს“ ხელმძღვანელი ზვიად ტომარაძე პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: უცხოელებზე გაცემული ბინადრობის ნებართვები - ოფიციალური სტატისტიკა იუსტიციის სამინისტროდან.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

17 თებერვალს, 10:30 საათზე, სასტუმრო Rooms-ში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი პრეზენტაციას გამართავს, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დაესწრება.

თემა: გერმანიაში, 2022 წელს დაგეგმილ მსოფლიოში უდიდეს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ITB Berlin საქართველოს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგენა. მის: ჭოველიძის ქ. 2

17 თებერვალს, 10:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

მის: გალის ქუჩა #1 (ვერა. პეტრიაშვილისა და ბარნოვის კვეთასთან)

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

17 თებერვალს, 10:30 საათზე, საქართველოს პარლამენტში პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ბექა ნაცვლიშვილის ბრიფინგი გაიმართება.

პარლამენტის B კორპუსი, II სართული (ბიუროს ოთახის წინ)

17 თებერვალს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლში მოძრაობა "გაბედეს" ხუთი წევრის სასამართლო პროცესი გაიმართება.

17 თებერვალს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და გარემოს დაცვის ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ერთობლივი სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (С კორპუსი, III სართული)

17 თებერვალს, 11:00 საათზე, "სოციალ-დემოკრატების" ლიდერი, გია ჟორჟოლიანი ბრიფინგს გამართავს.

თემა:დიალოგი საარჩევნო სისტემაზე

პარლამენტი B კორპუსი, II სართული ( ბიუროს ოთახის წინ)

17 თებერვალს, 11:00 საათზე, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მკვლელობისთვის ბრალდებულ მიხეილ კალანდიას ადვოკატი ზურაბ თოდუა „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

მის: გალის ქუჩა #1 (ვერა. პეტრიაშვილისა და ბარნოვის კვეთასთან)

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

17 თებერვალს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტში (ბრიფინგების ოთახი), უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით კანონპროექტის განხილვა გაიმართება, რომლის ორგანიზატორი პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელიაა.

საკონტაქტო: სოსო ლაფანაშვილი - 579333735

17 თებერვალს, 11:30 საათზე, ახალგაზრდობის სააგენტო საქართველოს რეგიონებში არსებული ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამას გამოაცხადებს, რომლის ბიუჯეტი მილიონი ლარია.

მის: ვაჟა-ფშაველას გამზირი №76 ბ. ახალგაზრდობის სააგენტოს საკონფერენციო დარბაზი.

17 თებერვალს, 12:00 საათზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული)

17 თებერვალს, 12:00 საათზე, "ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, ბრიფინგს გამართავს.

თემა: საპროკურორო საბჭოს გადაწყვეტილება გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის არჩევა.

მის: ავალიშვილის 8

საკონტაქტო: ირაკლი გაბისონია - 555 60 26 34

17 თებერვალს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავასა და თემურ გოგოხიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

17 თებერვალს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას, კახა დამენიასა და ზურაბ იაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

17 თებერვალს, 14:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

17 თებერვალს, 14:00 საათზე, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N418 (C კორპუსი, IV სართული)

17 თებერვალს, 14:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

17 თებერვალს, 15.00 საათზე, საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი, ევროკავშირის, მიგრაციის ოფისის და სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად ქუთაისის აეროპორტს ეწვევა.

17 თებერვალს, 16:00 საათზე, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

17 თებერვალს, 16:00 საათზე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N638 (C კორპუსი, VI სართული)

17 თებერვალს, 16:00 საათზე, პარლამენტის შენობის წინ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ორგანიზებით, აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების მხარდამჭერი აქცია გაიმართება.

17 დეკემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

17 თებერვალს, 18:00 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა