ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ორი ავტომობილის შეჯახების შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, სამივე არასრულწლოვანია.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, სამივე დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

























