ზვიად შალამბერიძემ ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლის დირექტორს საუკეთესო დირექტორთა სამეულში მოხვედრა მიულოცა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლის დირექტორს საუკეთესო დირექტორთა სამეულში მოხვედრა მიულოცა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" იმერეთის სახელმწიფო რმწუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

შალამბერიძის თქმით, საამაყოა, რომ აღნიშნულ სამეულში სწორედ იმერეთის რეგიონის წარმომადგენელი მოხვდა.

"ვულოცავ ქუთაისის 30-ე სკოლის დირექტორს მიხეილ გიორგაძეს წლის საუკეთესო დირექტორთა სამეულში მოხვედრას.

წლის საუკეთესო დირექტორები“ პირველად საქართველოში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოავლინეს. გამარჯვებულები სკოლის განვითარებასა და სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებაზე ზრუნვის, ინკლუზიური გარემოს უზრუნველყოფის, ინოვაციურობის და რესურსების ეფექტიანი მართვის კრიტერიუმით შეირჩნენ და ძალიან საამაყო და სასიხარულოა, რომ ამ სამეულში შორის სწორედ ჩვენი რეგიონის წარმომადგენელია, რადგან იმერეთი და განსაკუთრებით ქუთაისი ყოველთვის იყო განათლების კერა და ამ რეგიონს კიდევ მეტი პოტენციალი აქვს. მადლობას ვუხდი მიხეილ გიორგაძეს ქალაქის ღირსეულად წარმოჩენისთვის და ვუსურვებ წარმატებებს ჯანსაღად მოაზროვნე თაობების აღზრდის საქმეში",-განაცხადა შალამბერიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინციატივითა და ორგანიზებით, პირველად საქართველოში „წლის საუკეთესო დირექტორის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. აღნიშნული კონკურსი წელს პირველად ჩატარდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ