ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1 770-ს მიაღწია

ჩინეთში, ახალი კორონავირუსით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში კიდევ 105 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 1770-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, ვირუსით დაინფიცირების 2048 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 70548-ს აღწევს. დაინფიცირებული პაციენტებიდან 10 844 სათანადო მკურნალობის ჩატარების შემდეგ საავადმყოფოებიდან გაწერეს.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთში დაფიქსირებული შემთხვევების 94 პროცენტზე მეტი ჰუბეის პროვინციაშია გამოვლენილი.

გუშინ ადგილობრივმა ხელისუფლებამ პროვინციაში გადაადგილებაზე კიდევ უფრო მკაცრი კონტროლის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. გამონაკლისი შემთხვევების გარდა, გზებზე მოძრაობა აკრძალული აქვს ყველანაირ ავტომობილს. დახურულია პროვინციაში მოქმედი ყველა კომპანია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა