ლევან დავითაშვილი - რუსთავის ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისათვის მართვის გეგმა შემუშავდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით, ქალაქ რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების ხელშემწყობი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ცნობით, შეხვედრას მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, ქალაქ რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, სამოქალაქო მოძრაობის „ვიგუდებით“ და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტთან ერთად, აქტიურად მუშაობს საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავების და ცვლილებების განხორციელების მიმართულებით, რაც ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი წინაპირობაა. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად დავუახლოვდეთ ევროპის გარემოსდაცვით პოლიტიკას; შესაბამისად, კომპანიები უნდა იყვნენ პასუხისმგებლიანი. ამ მიმართულებით ჩვენ უკომპრომისო მიდგომა გვაქვს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ყველა პასუხისმგებელი და დაინტერესებული მხარის ჩართულობით საკითხის განხილვა და ხაზი სამოქალაქო აქტივობის მნიშვნელობას გაუსვა.

შეხვედრაზე, ევროპული პრაქტიკის საუკეთესო მაგალითებთან ერთად, წარმოდგენილი იყო ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის და სამრეწველო სექტორის გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების კონტროლის შედეგები.

აღინიშნა, რომ, სამუშაო ჯგუფის ფორმატში, ქალაქ რუსთავის ჰაერის მართვის გეგმა შემუშავდება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქალაქში ატმოსფერული ჰაერის ხარისხს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა