დავით ბაქრაძე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის და საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის მიწვევით, ნიუ-ორკში გაემგზავრა

ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის და საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის მიწვევით ნიუ-ორკში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ამ ორი ორგანიზაციის ერთობლივ საპარლამენტო მოსმენებში.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს, საპარლამენტო მოსმენები ჩატარდება გაეროში და მათი მიზანია მოამზადოს შესაბამისი რეზოულიციების პროექტები გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომისთვის, რომელიც ჩატარდება 2020 წლის სექტემბერში.

დავით ბაქრაძე მიწვეულია მომხსენებლად პანელზე, განათლების შესახებ, რომლის მიზანიც არის მომზადდეს გაეროს შესაბამისი რეზოლუცია განათლების მნიშვნელობის და ქვეყნების მდგრადი განვითარების განათლების რეფორმის მნიშვნელობის შესახებ, ასევე ის მიწევულია როგორც ექსპერტი საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე,რომლის ამოცანაა დაისახოს ახალი გზები პარლამენტის წევრების მონაწილეობისა გაეროს მუშაობაში და საპარლამენტო ელემენტის საკანონმდებლო ხელისუფლების ჩართულობისა გაეროს მუშაობაში.

„წელს სრულდება 75 წელი გაეროს დაფუძნებიდან, არის საიუბილეო წელი, ამიტომ გაეროში განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ გენერალური ასამბლეის ჩატარებას, რომელიც გაიმართება წელს სექტემბერში და გაერო სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ატარებს მთელს სერიალს ღონისძიებების, რომლის მიზანია მომზადდეს რეზოლუციების პროექტი და პოლიტიკური ხედვა გენერალური ასამბლეის სხდომისთვის. სწორედ ამ მიზნით ვარ მიწვეული ნიუორკში, სადაც როგორც მომხსენებელი ვისაუბრებ განათლების და განათლების რეფორმის მნიშვნელობაზე მათ შორის საქართველოს გამოცდილებიდან გამომდინარე და ასევე ვისაუბრებ იმაზე თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის რომ გაიზარდოს პარლამენტების, პარლამენტარების და ზოგადად საკანკონმდებლო ხელისუფლების ჩართულობა გაეროს მუშაობაში.

ვფიქრობ, ორივე თემა განათლების რეფორმაც და გაეროს მუშაობაში მეტი ჩართულობაც მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტისთვისაც და მთლიანად საქართველოსთვისაც, ამიტომ მოხარული ვარ, მხვდა პატივი, რომ, როგორც ექსპერტმა, პარლამენტის წევრმა მონაწილოეობა მივიღო გაეროში გამართულ ამ მოსმენებში, რომლის შედეგსაც ყველა ვიხილავთ სექტემბერში, როდესაც უკვე გაეროს გენერალური ასამბლეა მიიღებს შესაბამის რეზოლუციებს“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა