აქტივისტებმა პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან ბოტასები მიამაგრეს

მას შემდეგ, რაც სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტში არ შეუშვეს, აქციის მონაწილეებმა საკანონომდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან ბოტასები კედელზე მიამაგრეს. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, „ეს ბოტასები რეჟიმის სიმბოლოა“.

მანამდე სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტში შესვლას ითხოვდნენ. როგორც ისინი აცხადებენ, მათ სახელებზე საშვებია დაშვებული, სამართალდამცველები კი შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ. მათი თქმით, პოლიცია არაკანონიერად იქცევა და მათ უფლებებს უზღუდავს.

როგორც აქტივისტებმა განაცხადეს, ვინაიდან მათ საკანონმდებლო ორგანოში არ უშვებენ, პარლამენტთან აქციას გამართავენ.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში გენერალური პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს