კახა კუჭავა იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახა კუჭავა იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ენრიკო ვალვოს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე განმარტებით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების შესახებ და განიხილეს საპარლამენტო კავშირების გაძლიერების პერსპექტივები.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-იტალიის ორმხრივ დიპლომატიურ, კულტურულ და სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობას სოფლის მეურნეობის სფეროსა და სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებებით.

ასევე, აღინიშნა, რომ არსებობს თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელოვანი პერსპექტივები ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის მიმართულებებით. მხარეებმა ასევე განიხილეს იტალიის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ვიზიტის დეტალები.

კახა კუჭავამ და ენრიკო ვალვომ შემდგომი მჭიდრო და აქტიური თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა