ვაზიანში, ავღანეთის „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა

ვაზიანში, IV მექანიზებულ ბრიგადაში, ავღანეთის „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს.

უწყების ცნობით, IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოსა და ნატოს მხრიდან მედლები „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის“ გადაეცათ. მისიაში განსაკუთრებული დამსახურებისთვის კი, 25 სამხედრო მოსამსახურე თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლებით - „გენერალი კვინიტაძე“, სამშობლოსათვის თავდადებული“ და „გიორგი ანწუხელიძე“ დაჯილდოვდა.

ცერემონიალზე 43-ე ბატალიონის პირად შემადგენლობას სიტყვით თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა ალექსანდრე კიკნაძემ მიმართა და მისიის წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოს თავდაცვის ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში „მტკიცე მხარდაჭერის მისიას“ რვა თვის განმავლობაში, ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში ასრულებდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა