გიგა ბოკერია გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე - მივესალმები ყველას გააქტიურებას ქვეყნისთვის ამ საერთო საფრთხის დროს, რასაც ივანიშვილის რეჟიმი ჰქვია

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას მიესალმება.

ბოკერიას თქმით, ამ დროისთვის მთავარი ამოცანა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოცილება, დაბალანსებული სისტემის მიღება და ქვეყნის ჩიხიდან გამოყვანაა.

„მივესალმები ყველა პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ფიგურის გააქტიურებას ჩვენი ქვეყნისთვის ამ საერთო საფრთხის დროს, რასაც ივანიშვილის რეჟიმი, სამარცხვინო ლიდერი და მისი მასხარები ჰქვია. ბატონმა მარგველაშვილმა მანამდეც თქვა, რომ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში რა ტიპის კოორდიინაციაც ხდება, მასში ჩართვით დაინტერესებულია. ეს ამ ვითარებაში ჩვენი ქვეყნისთვის მხოლოდ კარგია.

მივესალმები ყველა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ფიგურის შემოერთებას ამ ბრძოლის დროს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ეროვნული ამოცანაა, ივანიშვილის ჩამოცილებას ვგულისხმობ, ასევე პროპორციული, დაბალანსებული სისტემის მიღებას და ქვეყნის ამ ჩიხიდან გამოყვანას“,-აცხადებს გიგა ბოკერია.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ აქტიურ პოლიტიკას უბრუნდება.

„ავტორიტარიზმის არჩევით, „ქართულმა ოცნებამ“ წითელი ხაზები გადაკვეთა. არ არის დემოკრატია - არ იქნება ეროვნული ერთობა და დასავლური კურსი. ვერ ვუყურებ, ეს როგორ მოხდება. ვუბრუნდები აქტიურ პოლიტიკას. ვემსახურები ჩვენი დასავლური არჩევანის მისიას, ჩემს მეგობრებთან და ქართველ ხალხთან ერთად“, - წერს მარგველაშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა