შალვა კერესელიძე უკანა ფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში გამართულ საერთო კრებას დაესწრო

მცხეთა-მთიანეთში, სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დასკვნითი საერთო კრება უკანა ფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდა. საერთო კრებას მხარის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან ზურაბ სეხნიაშვილთან ერთად დაესწრო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დუშეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს მათთვის პრიორიტეტული საკითხები გააცნეს. ძირითად საჭიროებებად გზების რეაბილიტაცია და წყალმომარაგების გაუმჯობესება დასახელდა.

„მოსახლეობის გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი ცამეტივე სოფლისთვის გამოყოფილი თანხა გაერთიანდება და საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში დაიხარჯება. რეაბილიტაცია ჩაუტარდება საერთო სარგებლობის გზას და მოეწყობა გაბიონები.

მიმდინარე წელს, მცხეთა-მთიანეთში, სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამით მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტები 520-ზე მეტ სოფელში დაფინანსდება. სამუშაოებზე ჯამში 5 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. სახელმწიფო პროგრამას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს