ირაკლი შოთაძე - არის შემთხვევები, როდესაც გარკვეულ სისხლის სამართლის საქმეებს იძიებენ გამომძიებლები, რომლებსაც უმაღლესი იურიდიული განათლება არ აქვთ

საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, გარკვეული სისხლის სამართლის საქმეებს ისეთი გამომძიებლები იძიებენ, რომლებსაც უმაღლესი იურიდიული განათლება არ აქვთ. ამის შესახებ შოთაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

გენერალური პროკურორობის კანდიდატს მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმეების წარმოებისას პროკურორსა და გამომძიებელს შორის ფუნქციებიც მკვეთრად გამიჯნული უნდა იყოს.

„პროკურორებსა და გამომძიებლებს შორის ფუნქციების გამიჯვნის საკითხზე მიმდინარეობდა და მიმდინარეობს გარკვეული მუშაობა. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ, როცა არის შესაძლებლობა, სიცხადის შეტანა საკანონმდებლო რეგულაციებში ყოველთვის მიზანშეწონილია. ნორმატიული აქტები და კანონები მაქსიმალურად განჭვრეტადი უნდა იყოს საზოგადოებისთვის. შესაბამისად, პროკურორებსა და გამომძიებლებს შორის ფუნქციების გამიჯვნას მივესალმები. ასევე მივესალმები გამომძიებლებისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემას და მეტი ფუნქციებით დატვირთვას, მათ შორის საპროცესო გადაწყვეტილებებში მათ ჩართულობის კუთხით. ეს კომპლექსური პროცესია და ვფიქრობ, ამას თან უნდა სდევდეს გამომძიებლებისთვის კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით საკმაოდ სისტემური და გეგმაზომიერი ღონისძიებები. ვინაიდან, ჩვენ ვხედავთ, რომ არის შემთხვევები, როდესაც გარკვეული სისხლის სამართლის საქმეებს იძიებენ ისეთი გამომძიებლები, რომლებსაც უმაღლესი იურიდიული განათლება არ აქვთ. ჩემი მოსაზრებაა, რომ როდესაც ხდება სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება, გამომძიებელს უმაღლესი იურიდიული განათლება უნდა ჰქონდეს“, - განაცხადა შოთაძემ და დასძინა, რომ პროკურატურას გამომძიებლების კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა აქვს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა