სოფელ ყარაჯალართან ტყეში, დამწვარ ავტომობილში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალართან მისასვლელ გზაზე, ტყეში სამართალდამცველებმა დამწვარი ავტომანქანა ნახეს. არსებული ინფორმაციით, ავტომანქანაში მამაკაცის ცხედარი იყო, რომელიც ტაქსის მძღოლია.

წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი ჯერ მოკლეს, შემდეგ კი ავტომანქანას ცეცხლი წაუკიდეს.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითაა დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო