ბაშარ ალ-ასადი - ომი ჯერ არ დასრულებულა, თუმცა ეს სრული გამარჯვების პრელუდიაა

სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის თქმით, სამთავრობო ძალები გააგრძელებენ შეტევებს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, რომ კონტროლი დაამყარონ აჯანყებულების ბოლო გამაგრების ადგილებზე. მისი თქმით, ომი ჯერ არ დასრულებულა, თუმცა „სრული გამარჯვება“ უკვე ახლოსაა.

„გათავისუფლება არ ნიშნავს, რომ ომი დასრულდა, არც იმას, რომ გარკვეული სქემები შესრულდა, არც ტერორიზმის დამარცხებას და არც მტრების განადგურებას ნიშნავს, მაგრამ ეს ნამდვილად ნიშნავს, რომ მათ ცხვირით ტალახი ვაწმენდინეთ, რაც სრული გამარჯვების პრელუდიაა და იმას ნიშნავს, რომ ისინი ადრე თუ გვიან დამარცხდებიან“, - განაცხადა ასადმა.

ასადი ოფიციალური ანკარის პოზიციასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მიუხედავად „ჩრდილოეთიდან მომავალი განცხადებებისა“, ბრძოლები გაგრძელდება, რომ ალეპოს და იდლიბის მიმდებარე ტერიტორიები გათავისუფლდეს.

შეგახსენებთ, სირიასა და თურქეთს შორის ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც ასადის ჯარებმა რუსეთის სამხედრო დახმარებით ანკარის მიერ მხარდაჭერილი ოპოზიციური ძალები ბოლო გამაგრების ადგილებზე ინტენსიური თავდასხმები განახორციელეს. შეტაკებების შედეგად, ანკარას ცნობით, ათობით თურქი ჯარისკაცი დაიღუპა. თურქმა ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ მოუწოდეს რუსეთს შეესრულებინა ვალდებულებები და შეეკავებინა „თავის მოკავშირე ასადის რეჟიმი“, რასაც მოსკოვის მხრიდან ქმედითი ნაბიჯები არ მოჰყოლია.

გაეროს ინფორმაციით, დეკემბრიდან მოყოლებული, სირიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე სოფლები და ქალაქები 900 000-მა ადამიანმა დატოვა. მათ შორის უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან.

იხილეთ ვიდეო: ბაშარ ალ-ასადი - ომი ჯერ არ დასრულებულა, თუმცა ეს სრული გამარჯვების პრელუდიაა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა