არჩილ თალაკვაძე - ნებისმიერი პროტესტი მიუთითებს, რომ საქართველოში დემოკრატიაა და ყველას აქვს თავისი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა

ნებისმიერი პროტესტი მიუთითებს, რომ საქართველოში არის დემოკრატია და საქართველოში ყველას აქვს თავისი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა იმ პლატფორმაზე, რომელსაც აირჩევს, - ასე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ. მისივე თქმით, პროტესტი არის დემოკრატიის ნაწილი.

"რაც შეეხება პროკურორის დამტკიცების საკითხს, ჩემი პატივისცემის მიუხედავად ოპოზიცის მიმართ, პასუხისმგებლობა გვაქვს არა მხოლოდ ოპოზიციის წინაშე, არამედ საზოგადოებისა და ქვეყნის წინაშე. ამიტომ, ჩვენ გვაქვს მოვალეობა, თანამდებობაზე დავამტკიცოთ პროკურორი და გადაწყვეტილება მივიღოთ, რომელიც ინსტიტუტებს და ჩვენს საზოგადოებას სჭირდება. ის, რომ ოპოზიცია კანდიდატურას არ ეთანხმება, ნორმალურია და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი, რაც არის კანონით გათვალისწინებული პროცედურა", - განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის გვერდით შესასვლელთან, ჩიტაძის ქუჩის მხრიდან, სადაც აქცია მიმდინარეობს, ოპოზიციის წარმომადგენლებმა მხარდამჭერებთან ერთად "სირცხვილის კორიდორი" მოაწყვეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა