არჩილ თალაკვაძე - მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა პოლიციელს, ვინც იცავს საზოგადოებრივ წესრიგს და უსაფრთხოებას - მინდა, მადლობა გადავუხადო შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში წლიური მოხსენებით გამოსვლისას, შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურსა და პოლიციელებს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა პოლიციელს, ვინც ყოველდღიურად ემსახურება ამ რთულ პროფესიას და იცავს საზოგადოებრივ წესრიგს და უსაფრთხოებას. მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ ვახტანგ გომელაურს", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლის დროს მიმართა და ასევე მადლობა პირადად გადაუხადა სხდომათა დარბაზში მყოფ, ბათუმში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაჭრილ პატრულ-ინსპექტორს - ოთარ თავართქილაძესა და მის მეწყვილეს - ავთანდილ მჟავანაძეს.

"აქ, ამ დარბაზში არიან საპატრულო პოლიციის ოფიცრები - ბატონი ოთარ თავართქილაძე და ბატონი ავთანდილ მჟავანაძე, რომლებიც 18 დეკემბერს ბათუმში მოქალაქემ გააჩერა. მოულოდნელად აღნიშნულმა პირმა პატრულ-ინსპექტორ თავართქილაძეს ცივი იარაღით მიაყენა ჭრილობა. დაჭრილი პოლიციელის მეწყვილემ, მიუხედავად იმისა, რომ თავადაც დაიჭრა, თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე დააკავა. მძიმედ დაჭრილ პოლიციელს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. თანამშრომლების, მოქალაქეებისა და სამედიცინო პერსონალის დროული რეაგირების შედეგად, ოთარ თავართქილაძე გადავარჩინეთ და დღეს, მეწყვილესთან ერთად, ჩვენთან სტუმრადაა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა