ირაკლი კობახიძე ელენე ხოშტარიასა და ირმა ნადირაშვილზე -  ესენი არიან სასოწარკვეთილი „ნაციონალი" დიასახლისები

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციონერი დეპუტატები ელენე ხოშტარია და ირმა ნადირაშვილი არიან სასოწარკვეთილი „ნაციონალი" დიასახლისები. ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„არსებობს „სასოწარკვეთილი დიასახლისები“, ესენი არიან სასოწარკვეთილი „ნაციონალი" დიასახლისები, რომლებიც უკვე მეორედ შემოვიდნენ პარლამენტის სხდომათა დარბაზში. წინა ტოქსიკური შეტევის მერე რამე უარესს და უფრო მდაბიოს თუ მოიფიქრებდნენ, ძნელად წარმოსადგენილი იყო, თუმცა ესეც მოახერხეს“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, იმ ადამიანების ადგილი, რომლებიც ხელით და გულით დაატარებენ საბჭოთა კავშირისა და რუსეთის ჰიმნს, არ არის საქართველოს პარლამენტში.

„ნაციონალური მოძრაობა“ არის საბჭოთა კავშირის ბოლო გადმონაშთი საქართველოში თავისი ღირებულებებით და ეს კიდევ ერთხელ შეგვახსენეს ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა. ელენე ხოშტარია დიპლომით არის რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი. განათლება აქვს მოსკოვში მიღებული და ის ემსახურებოდა 9 წლის განმავლობაში სულით და გულით რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების საქმეს უკვე საქართველოში და აგრძელებს ამ საქმეში ყოფნას მომდევნო 7 წლის განმავლობაში. ეს მათი ძალისხმება იქნება წარუმატებელი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატებმა - ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა ჰიმნი იმ დროს გააჟღერეს, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალკვაძე ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას რუსულ ოკუპაციაზე საუბრობდა.

იხილეთ ვიდეო: არსებობს "სასოწარკვეთილი დიასახლისები", ესენი არიან სასოწარკვეთილი "ნაციონალი" დიასახლისები

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება