ირაკლი შოთაძის განცხადებით, ნიკა მელიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოში ყველა მხარეს ექნება შესაძლებლობა წარადგინოს მტკიცებულებები და პოზიციები

საქართველოს ახლად არჩეული გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში ყველა მხარეს ექნება შესაძლებლობა წარადგინოს მტკიცებულებები და პოზიციები. ამის შესახებ ირაკლი შოთაძემ პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც შოთაძემ აღნიშნა, გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლო კოლექტიურად მიიღებს.

„ვერ გეტყვით დღესდღეობით ვერაფერს. თქვენ როგორც აღნიშნეთ, ეს საქმე არის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებული, ბრალდებას თავისი პოზიცია აქვს დაფიქსირებული ამ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც მითითებული იქნება სააპელაციო საჩივარში. სააპელაციო საჩივრის შესაბამისად გაგრძელდება სამართალწარმოება ამ საქმეზე. გაიმართება სასამართლო, სადაც ყველა მხარეს ექნება შესაძლებლობა წარადგინონ მტკიცებულებები და პოზიციები. სასამართლო უკვე პირველი ინსტანციისგან განსხვავებით კოლექტიურად მიიღებს გადაწყვეტილებას“, - განაცხადა შოთაძემ.

რაც შეეხება იმას, რომ ირაკლი შოთაძის არჩევის პარალელურად ოპოზიცია და აქტივისტთა ნაწილი პარლამენტის შენობასთან პროტესტს გამოხატავდნენ, გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, რომ მისი საქმე და კომპეტენცია არ არის პოლიტიკური პროცესების შეფასება.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალური პროკურატურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი-ერთი ლიდერის, ნიკა მელიასთვის 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითხოვს.

პროკურატურა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რისთვისაც სააპელაციო სასამართლოს რამდენიმე დღის წინ მიმართა. სასამართლო პროცესი 10 მარტს, 12:00 საათზეა არის დანიშნული.

შეგახსენებთ, რომ ბანკი „ქართუს“ ხელოვნურად გაკოტრების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულების ზურაბ ადეიშვილისა და ნიკა მელიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი 2019 წლის 2 დეკემბერს გამოიტანა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელია საწარმოში და სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი და სხვა სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ დიდი ოდენობით ქონების გადამალვაში დახმარება მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებით, მოსალოდნელი და უკვე არსებული ქონებრივი ვალდებულებებისათვის თავის არიდების მიზნით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ ბრალდების ნაწილში უდანაშაულოდ ცნო და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. ხოლო მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებაში ნიკა მელია გამტყუნდა და მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 25 000 ლარის ოდენობით. მასვე, „ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი თანამდებობის დაკავების უფლება შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ, 2 წლის და 3 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა