სამტრედიაში ქმრის მიერ მოკლული ქალის მამა მომხდარის დეტალებს ჰყვება

სამტრედიაში, ქმრის მიერ მოკლული ქალი სალომე ბოხუაა. ის იუსტიციის სახლში განქორწინების მიზნით იყო მისული, რა დროსაც ყოფილი ქმარი დახვდა და დანით ჭრილობა მიაყენა.

როგორც გარდაცვლილის მამა თემურ ბოხუა ამბობს, მან შვილი იუსტიციის სახლში მიიყვანა და ვიდრე თავადაც შევიდოდა ყოფილი სიძე მის შვილს თავს დაესხა. შენობაში შესულს კი მისი შვილი გარდაცვლილი დახვდა.

ოჯახის ინფორმაციით, ცოლ-ქმარს კონფლიქტი ჰქონდათ, რის გამოც განქორწინება გადაწყვიტეს.

მოკლული ქალის მამა ჰყვება, რომ ცოლ-ქმარი განქორწინებაზე შეთანხმებული იყო.

"განქორწინების მიზნით წავიდა იუსტიციის სახლში, ყოფილი ქმარი ბათუმში უნდა მისულიყო და ორივე მოაწერდა ხელს, ჩვენ ასე ვიცოდით. წავიყვანე მანქანით, ვიდრე მე მანქანას დავაყენებდი, სალომე შევიდა და ამ დროს თავს დასხმია. დანა დაარტყა, მე რომ შევედი ძირს ეგდო და მკვლელი დაკავებული ჰყავდათ. ერთი ჭრილობა დავინახე. კონფლიქტი ჰქონდათ და ამიტომ შორდებოდნენ. ათი წლის ცოლ-ქმარი იყო, ჩვენთან ცხოვრობდნენ, გარკვეული პერიოდი, მერე ბათუმში იყვნენ",-განაცხადა თემურ ბოხუამ.

იხილეთ ვიდეო: "სანამ მანქანა დავაყენე კივილ-წივილი იყო, ბავშვი დავარდინი იყო დაბლა..." - სამტრედიაში მოკლული ქალის მამა ტრაგედიის დეტალებზე

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო