თბილისში, მე-16 საჯარო სკოლასთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ფეხით მოსიარულე დაშავდა

თბილისში, მე-16 საჯარო სკოლასთან ავტოსაგზაო შემთხვევისას ფეხით მოსიარულე დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ორი მანქანა ერთმანეთს დაეჯახა, რა დროსაც ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ფეხით მოსიარულეს დაეჯახა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

იხილეთ ვიდეო: ავარია თბილისის მე-16 საჯარო სკოლასთან - ავტომობილი ხეს შეასკდა, არის დაშავებული

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა