გია ვოლსკი პარტიებთან ინდივიდუალურ შეხვედრებზე - „გირჩთან“ შეხვედრა ორმხრივი სურვილი იყო, იგეგმება „სოციალ-დემოკრატებთან“ შეხვედრა

უმრავლესობას რა უფლება აქვს, რომ ვინმეს უარი უთხრას მოლაპარაკებაზე, ან რა უფლება აქვს მხოლოდ თავის ფორმატში ჩაიკეტოს?! - ასე უპასუხა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტების შეკითხვას, აპირებს თუ არა მმართველი გუნდი ოპოზიციურ პარტიებთან ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით.

მისი ინფორმაციით, გარკვეული ტიპის შეხვედრა პარტია „გირჩთან“ უკვე შედგა და ასევე, იგეგმება პარტია „სოციალ-დემოკრატებთან“ შეხვედრაც. ვოლსკის განცხადებით, პოლიტიკურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები საზოგადოების დაკვეთის შესრულებას ნიშნავს.

„უმრავლესობას რა უფლება აქვს, რომ ვინმეს უარი უთხრას მოლაპარაკებაზე, ან რა უფლება აქვს მხოლოდ თავის ფორმატში ჩაიკეტოს?! როდესაც საუბარი არ სურს ერთს, შეიძლება სურდეს - სხვას. არ მგონია, რომ პოლიტიკურ პარტიებს განსხვავებულად უნდა ეპყრობოდეს ნებისმიერი პარტია, სახელისუფლებო იქნება ის თუ არა.

„გირჩთან“ შეხვედრა ორმხრივი სურვილი იყო. აქ საზოგადოებაა მთავარი, რომელიც გარკვეულ პარტიებს მხარს უჭერს. სწორედ ამიტომ, ეს პარტიები ვალდებული არიან, დასხდნენ და მოილაპარაკონ. ამასთან, არსებობს უპასუხისმგებლო ძალებიც, რაზეც არ მაქვს საუბარი. პოლიტიკურ პარტიათა შორის საუბარი ნიშნავს საზოგადოების დაკვეთის შესრულებას, იმ საზოგადოების, რომელიც ამ პარტიებს უჭერს მხარს. ამაში არაფერი გასაკვირი არ არის,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გუშინ განაცხადა, რომ მზად არიან სხვადასხვა პარტიასთან ცალკეული შეხვედრები ჩაატარონ და იმსჯელონ საარჩევნო სისტემაზე. კალაძის თქმით, ოპოზიციურ პარტიებსა და მმართველ გუნდს შორის დიალოგი არის მნიშვნელოვანი და თუ შეთანხმება არ მოხდება, არჩევნები ჩატარდება არსებული კონსტიტუციის ფარგლებში, შერეული საარჩევნო სისტემით.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ