შსს-ს აკადემიაში მანდატურობის კანდიდატთა პირველი ნაკადის მოსამზადებელი კურსი დაიწყო

შსს-ს აკადემიაში მანდატურობის კანდიდატთა პირველი ნაკადის მოსამზადებელი კურსი დაიწყო. სასწავლო კურსს, განახლებული მოდულის მიხედვით, კონკურსის წესით შერჩეული 40 კანდიდატი გაივლის.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, აკადემიაში, კანდიდატები შეისწავლიან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესსა და პირობებს, ეფექტურ კომუნიკაციას, ბავშვისა და მოზარდის განვითარების ფსიქოლოგიურ ასპექტებს, კონფლიქტების მართვას და დაეუფლებიან პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის უნარებს. კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ისინი თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლებში გადანაწილდებიან.

მათივე ინფორმაციით, მანდატურობის კანდიდატებს შსს-ს აკადემიაში მანდატურის სამსახურის უფროსი, გელა გელაძე შეხვდა. მომავალ მანდატურებს მან სწავლის დაწყება მიულოცა და წარმატება უსურვა.

„გაფართოების გეგმის თანახმად, მიმდინარე წელს, გასული წლის მსგავსად, მანდატურის სამსახური, დამატებით, 130 ახალ საჯარო სკოლაში შევა. ამჟამად, მანდატურის სამსახური უკვე წარმოდგენილია, საქართველოს მასშტაბით, 596 საჯარო სკოლაში და მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 80 პროცენტზე მეტს ფარავს“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა