მარიამ ჯაში - თუ დიალოგი განახლდება ყველა მხარის ჩართულობით, მზად ვართ, ჩვენი წინადადება გავაცნოთ მონაწილე მხარეებს

თუკი დიალოგი განახლდება ყველა მხარის ჩართულობით, მზად ვართ, ჩვენი წინადადება გავაცნოთ მონაწილე მხარეებს, მაგრამ ბუნებრივია, ჩვენი ფრაქცია არ იქნება ერთადერთი მხარე, რომელიც განაგრძობს ამ თემაზე საუბარს, - ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების " თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა ჟურნალისტებთან ხელისუფლებასთან საარჩევნო სისტემაზე შეთანხმების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

„ჩვენი შეთავაზება რამდენიმე დღის წინ გავაჟღერეთ. ეს არის კომპრომისული წინადადება, რომელიც მოიცავს 3 პირობას. თუკი სამივე პირობა იქნება დაკმაყოფილებული, ჩვენ მზად ვართ, რომ მხარი დავუჭიროთ 100/50ის ფორმატს. ეს გახლავთ 2024 წლის ჩანაწერის ხელუხლებლად დატოვება და გამორიცხვა ყოველგვარი საუბრის, რომ პროპორციული არჩევნები შეიძლება იყოს შეცვლილი კონსტიტუციაში 2024 წლის შემდგომ. ასევე სავალდებულო არჩევნებთან დაკავშირებით ფართო საკონსულტაციო ფორმატის ჩამოყალიბება. ეს გახლავთ ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პირობა, თუმცა ჩვენი განცხადების შემდგომ იმავე საღამოს მოხდა გიგი უგულავას დაკავება, რამაც ზოგადად, შეცვალა მთლიანად კონტექსტი.

ჩვენ ველოდებით დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით დიალოგის განახლების შესაძლებლობის გამონახვას, თუკი დიალოგი განახლდება ყველა მხარის ჩართულობით, ბუნებრივია, ჩვენ მზად ვართ, რომ აღნიშნული წინადადება გავაცნოთ მონაწილე მხარეებს, მაგრამ თუკი დიალოგი არ განახლდება, ბუნებრივია, ჩვენი ფრაქცია არ იქნება ერთადერთი მხარე, რომელიც განაგრძობს ამ თემაზე საუბარს,"- განაცხადა მარიამ ჯაშმა.

რაც შეეხება ხელისუფლების შეთავაზებას, რომ შესაძლებელია პარტიებთან ცალ-ცალკე საუბარიც, მარიამ ჯაში ამბობს, რომ მნიშვნელოვანია სულ მცირე დიპლომატიური კორპუსი მონაწილეობდეს ასეთ შეხვედრაში.

„ჩვენ გვქონდა წინასწარი კონსულტაცია, ეს სიახლე გახლდათ, რაც გუშინ გაჟღერდა. ლევან კობერიძემ, ასევე ლევან გოგიჩაიშვილმა ეთერში დააფიქსირეს, რომ ჩვენ მარტო, ინდივიდუალურ ფორმატში არ მივიღებთ მონაწილეობას, სულ მცირე დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობით შეიძლება გაიმართოს, მაგრამ ჩვენთვის მთავარია, დიალოგის და კონსენსუსის გზის ძიება იყოს რაც შეიძლება მრავალმხრივი, ყველა პოლიტიკური წარმომადგენლობის ჩართულობით, განსაკუთრებით, მთავარი ოპოზიციური გაერთიანების ჩართულობით. კონსენსუსის მიღწევა არის აუცილებელი ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისთვის და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, იმედს ვიტოვებთ, რომ შესაძლებელია დიალოგის გაგრძელება. ვნახოთ, დაველოდოთ შედეგებს, ვიცი, რომ დიპლომატიური კორპუსი განსაკუთრებით მხარს უჭერს დიალოგის აღდგენის შესაძლებლობას,"- განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა