ნინო გოგუაძე - როცა ხელისუფლება თვითონ იწყებს აქციების მოწყობას, ეს მას უსუსურად წარმოაჩენს

დამოუკიდებელი დეპუტატის ნინო გოგუაძის განცხადებით, როცა ხელისუფლება თვითონ იწყებს აქციების მოწყობას, ეს მას უსუსურად წარმოაჩენს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა, რითიც შეაფასა „ევროპული საქართველოს" დეპუტატების ელენე ხოშტარიასა და ირმა ნადირაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით გამართული აქცია.

„გასაგებია, როცა ოპოზიციური პარტიები აწყობენ საპროტესტო აქციებს. მაგრამ როცა ხელისუფლება თვითონ იწყებს აქციების მოწყობას, მე არ ვიცი რა მიზნები აქვთ მათ ამ დროს, მაგრამ ეს ძალიან უსუსურად წარმოაჩენს ხოლმე ხელისუფლების წარმომადგენლებს და მმართველ გუნდს. გარდა იმისა, რომ ასეთი კონტრაქციები ყოველთვის საფრთხილოა, მე ვფიქრობ, არასერიოზულიცაა და ეს მმართველი გუნდის სიძლიერეზე არ მიუთითებს", - განაცხადა გოგუაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა