ანრი ოხანაშვილი მერაბიშვილზე - ზედმეტია რაიმე ტიპის პოლიტიკურ შანსებზე საუბარი იმ ყოფილ მინისტრზე, რომელიც არაერთი დანაშაულის ჩადენაშია მხილებული

ვფიქრობ, სრულიად ზედმეტია რაიმე ტიპის პოლიტიკურ შანსებზე საუბარი იმ ყოფილ მინისტრზე, რომელიც არაერთი დანაშაულის ჩადენაშია მხილებული, - ასე უპასუხა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, აქვს თუ არა პოლიტიკაში რაიმე შანსი შს ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს.

ანრი ოხანაშვილი ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის წევრების განცხადებებს, რომ შესაძლებელია მერაბიშვილის შემთხვევაშიც იგივე სცენარი განმეორდეს, რაც გიგი უგულავას შემთხვევაში მოხდა და ისიც ციხეში დააბრუნონ.

„ჩემი შესაფასებელი არ არის კონკრეტული პირის პასუხისგებაში ყოფნა/არ ყოფნის საკითხი. თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, ეს სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენციაა, იმოქმედონ კანონის შესაბამისად. თუ ვინმემ მოიხადა სასჯელი და აღსრულდა სამართლიანობა, ითვლება, რომ დასრულდა ეს პროცესი. ვფიქრობ, სრულიად ზედმეტია რაიმე ტიპის პოლიტიკურ შანსებზე საუბარი იმ ყოფილ მინისტრზე, რომელიც არაერთი დანაშაულის ჩადენაშია მხილებული, მსჯავრდებულია და სასჯელის მოხდის შემდგომ ციხიდან უნდა გამოვიდეს,“ - განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, ხვალ შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი ე.წ. მატროსოვის ციხეს დატოვებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა