მზია გიორგობიანი დეცენტრალიზაციის რეფორმაზე - მინდა დაგარწმუნოთ, რომ ყველა ნაბიჯი, რომელიც უკვე გადაიდგა და რასაც მომავალში ვგეგმავთ, მიმართული იქნება თვითმმართველობების გასაძლიერებლად

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, აღმოსავლეთ პარტნიორობის სემინარში - „გენდერული თანასწორობის დიალოგის გაძლიერება და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა საქართველოში - მიღწევები, გამოწვევები და შესაძლებლობები“, მიიღო მონაწილეობა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, სემინარის მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში დეცენტრალიზაციისა და ადმინისტრაციული რეფორმების მონიტორინგი, აგრეთვე ცენტრალურ ხელისუფლებასა და ევროპულ ინსტიტუტებს შორის პოლიტიკური დიალოგის წარმართვის ხელშეწყობა.

„დღემდე გაწეული სამუშაოს სახით მნიშვნელოვანი მიღწევები გვაქვს დეცენტრალიზაციის მიმართულებით. გასული წლის ბოლოს მთავრობამ დაამტკიცა სტრატეგია, რომელიც 2025 წლის ბოლომდე იმოქმედებს და ასევე - ორწლიანი სამოქმედო გეგმა. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ყველა ნაბიჯი, რომელიც უკვე გადაიდგა და რასაც მომავალში ვგეგმავთ, მიმართული იქნება თვითმმართველობების გასაძლიერებლად. ვგულისხმობ, როგორც ფინანსურ და ქონებრივ საკითხებს, ასევე ადგილზე გამჭვირვალობის, გადაწყვეტილებების მიღებაში მოსახლეობის ჩართულობისა და ცნობიერების ამაღლების კუთხით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას“, - აღნიშნა მზია გიორგობიანმა.

მათივე ინფორმაციით, ორდღიანი სემინარის მასპინძელი საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციაა.

„ღონისძიების ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრებში საქართველოს ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, კერძოდ - უკრაინისა და მოლდოვის ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და დარგის ექსპერტები მონაწილეობენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა