საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას

20-21 თებერვალს, ავსტრიის დედაქალაქში, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია გაიმართება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ჰოფბურგის სასახლეში, ასამბლეის ფარგლებში გამართულ მუდმივმოქმედი და სამი გენერალური კომიტეტის, ასევე პლენარულ სხდომებში მონაწილეობას საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია მიიღებს, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახა კუჭავა პირველად უხელმძღვანელებს.

ზამთრის სესიის ფარგლებში, საპარლამენტო ასამბლეის წევრი სახელმწიფოების 300-მდე პარლამენტარი ეუთოს რეგიონში მიმდინარე პროცესებზე - უსაფრთხოების გამოწვევებზე, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის საკითხებზე, მიგრაციის, ეკონომიკის და გენდერულ საკითხებზე დისკუსიებს გამართავენ.

ვენაში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის ფარგლებში, საპარლამენტო დელეგაციის წევრები ევროპელ კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავენ და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტებს განსაზღვრავენ.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიას, საქართველოს პარლამენტიდან, დელეგაციის ხელმძღვანელი, კახა კუჭავა და დელეგაციის წევრები ირაკლი ბერაია, ირაკლი კობახიძე და საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, გიგი წერეთელი დაესწრებიან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა