აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭომ მაუწყებელში არსებულ სამსახურებში მოადგილეების შტატები გააუქმა

აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭომ მაუწყებელში არსებულ სამსახურებში მოადგილეების შტატები გააუქმა. გადაწყვეტილებას მხარი მრჩეველთა საბჭოს წევრებმა: სოსო სტურუამ, თამილა დოლიძემ და გიგო ჩხარტიშვილმა დაუჭირეს. ისინი ბორდში „ქართული ოცნების" კვოტით არიან წარდგენილი.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას მრჩეველთა საბჭოს ორი წევრი: გია ქარცივაძე და თამარ წილოსანი არ დაეთანხმა, რომლებიც მრჩეველთა საბჭოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და „ევროპული საქართველოს" კვოტას წარმოადგენენ.

„საზოგადოებრივ მაუწყებელში დამოუკიდებლობის დანგრევას მხარი არ დავუჭირე",- აღნიშნა გია ქარცივაძემ

როგორც მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე გიგო ჩხარტიშვილმა განაცხადა, ბორდის გადაწყვეტილება 24 თებერვალს ამოქმედდება.

ცნობისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოში საშტატო ერთეულის შემცირების თაობაზე მრჩეველთა საბჭოს არხის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ მიმართა.

როგორც ცნობილია, საშტატო ცვლილება საინფორმაციო სამსახურის რედაქტორს მაია მერკვილაძეს, შემოქმედებითი პოლიტიკის განმსაზღვრელს გიორგი მურვანიძესა და კიდევ ორ თანამშრომელს შეეხო.

აღნიშნულ ცვლილებებს არხის თანამშრომლები უარყოფითად აფასებენ და აცხადებენ, რომ დირექტორი თანამშრომლებს დევნის და სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ცდილობს.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს