21 თებერვალს, Color room-ისა და VISA-ს ორგანიზებით, „ნიაზ დიასამიძე და 33ა“-ს საღამო გაიმართება

21 თებერვალს, Color room-ისა და VISA-ს ორგანიზებით, Silk Factory Studio -ში „ნიაზ დიასამიძე და 33ა-ს“ საღამო გაიმართება.

ორგანიზატორების ცნობით, ფოლკ-როკ-რეგეს უნიკალური სინთეზი ქართული ინსტრუმენტების მეშვეობით, განსაკუთრებულ ჟღერადობას წარმოქმნის.

მათივე ინფორმაციით, კონცერტზე ნაცნობ სიმღერებთან ერთად ნიაზ დიასამიძის მუსიკალური კარიერის დასაწყისში შექმნილი არაერთი ნაწარმოები შესრულდება.

„მისი მუსიკა მრავალი ცნობილი ქართული ფილმის საუნდტრეკია. ნიაზ დიასამიძის კონცერტის შემდეგ სცენას მისი შვილი, DJ Diassamidze დაიკავებს. მან მუსიკის შექმნა ორი წლის წინ დაიწყო და უპირატესობას House music-ს და drum and basse-ს ანიჭებს. ეს მისთვის დებიუტია, დიდ სცენაზე მამის გვერდით. ღონისძიება გათვლილია 1500 კაცზე.“,-ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, კონცერტი 20:00 საათზე დაიწყება.

„Colorroom-ი არის სტარტაპ კომპანია, რომლისთვისაც ნიაზ დიასამიძე და 33ა-ს კონცერტი რიგით მეხუთეა. კომპანია ორიენტირებულია ქართველი და უცხოელი არტისტების მასშტაბური ღონისძიებების ორგანიზებაზე. სამომავლოდ იგეგმება არაერთი მრავალფეროვანი კონცერტი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბილეთების შესაძენად გადადით ბმულზე:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა