შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოს ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოს ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, 17–19 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთისა და აღმოსავლეთის განყოფილების თანამშრომლების მიერ, ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში, სამტრედიასა და თეთრიწყაროს რაიონში განხორცილებული ღონისძიებების შედეგად, ჯამში 461 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის და 1კგ. და 100 გრ. უაქციზო თუთუნის ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა.

მათი ინფორმაციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს საქონელი ჩამოერთვათ.

უწყების ინფორმაციით, ფაქტებზე არსებული საქმის მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა