შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქო გამოავლინეს

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქო გამოავლინეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დასახელების უაქციზო თამბაქო, საერთო ჯამში კი - 69,800 ღერი (349 ბლოკი) გამოავლინეს.

მათივე ინფორმაციით, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს საქონელი ჩამოერთვათ.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განხორციელდა უაქციზო სიგარეტის უსასყიდლოდ ჩამორთმევა, რის საფუძველზეც შედგა შესაბამისი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს დასკვნის თანახმად, ჩამორთმეული თამბაქოს მთლიანმა საბაზრო ღირებულებამ 13,960 ლარი შეადგინა. საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო